სააკაშვილი აფრიკაში წავიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი  მიხეილ სააკაშვილი აფრიკაში წავიდა. როგორც მან ფეისბუქში დაწერა, ის ტანზანიაში იმყოფება და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, ჰამა ჰასანს და მთავრობის წევრებს ხვდება.

„განვიხილავთ კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს, მე ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ”, – დაწერა სააკაშვილმა.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი აფრიკაში გაიქცა, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნიდან მის ექსტრადირებას აპირებს.  სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება კიევში ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები