ინდოეთის ქაშმირის შტატში სამი „ბოევიკი“ მოკლეს

ინდოეთის ქაშმირის შტატში უსაფრთხოების ძალებსა და ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის  მომხდარი შეტაკების შედეგად სამი “ბოევიკი“ იყო განადგურებული. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ორმხრივი სროლა ქალაქ კაკაპორაში მოხდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანამდე ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ცნობისთვის, ქაშმირის შტატი პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. მისი მოსახლეობის უმეტესობას მუსლიმანები შეადგენენ. ადგილობრივი სეპარატისტები ინდოეთისგან ამ ტერიტორიის დამოუკიდებლობას მოითხოვენ. 1989 წლის შემდეგ აქ შეტაკებების შედეგად 70 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები