საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ. ამის შესახებ „კვირას“ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. მისივე თქმით, იგი სასამართლოში დღეს მივიდა და სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის სწორედ დღეს გახდა ცნობილი.
როგორც ედიშერ ქარჩავა აცხადებს, 10 დღის წინ სასამართლოში დეკანოზის მიერ შეტანილი სარჩელი შეეხებოდა მის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დეკანოზმა შესაძლოა, 50 მილიონი ევრო გაათეთრა.
“დღეს გამოვცხადდი სასამართლოში და ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ სარჩელი მხარეს უკან დაუბრუნდა. თუმცა, ჩემთვის უცნობია მიზეზი, რის საფუძველზე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. მე პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიჩივლეს, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო სარჩელი და საინტერესოა რატომ”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
ქარჩავა ადასტურებს, რომ 50 მილიონის გათეთრებასთან დაკავშირებით, განცხადება მან რამდენიმე კვირის წინ, საპატრიარქოს ნებართვის გარეშე გააკეთა, თამაშის “იმ ბინძური წესების გამო, რომელსაც ეწევიან დეკანოზის უკან მდგომი ადამიანები და ე.წ.ციანიდის საქმის ორგანიზატორები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები