„ვიცოდი რომ მმართველ პარტიას მაჟორიტარების ინსტიტუტის დათმობა ძალიან გაუჭირდებოდა“

“ეროვნული ფორუმის” წევრი კონსტიტუციის ახალ პროექტს აკრიტიკებს. როგორც ანი მიროტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ის მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ საზოგადოება მოატყუა, როდესაც პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება 2014 წლისთვის გადადო.
„ვიცოდი, რომ მმართველ პარტიას მაჟორიტარების ინსტიტუტის დათმობა ძალიან გაუჭირდებოდა. მე არ მჯერა, რომ ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლა მოუხდა იმის გამო, რომ რამდენიმე მაჟორიტარს აქვს განსხვავებული მოსაზრება. მათ შეეძლოთ, გუნდში პოზიციები დაებალანსებინათ. საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით. გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება მოატყუა. რაც შეეხება პარტიებისთვის ერთჯერადად ზღვრის დაწევას, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მეტი პლურალიზმი იყოს პარლამენტში. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხის შემცველი, არა იმიტომ, რომ ეს ხელს უშლის ოპოზიციურ პარტიებს განვითარებაში, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად, ძალიან რთული მოცემულობაა, როდესაც 21-ე საუკუნის ქვეყანაში ერთ პარტიული მმართველობაა. დემოკრატია და ერთპარტიული ავტორიტარიზმი ერთმანეთთან შეთავსებული ვერ იქნება“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები