ანი მიროტაძე მონარქიაზე: „ ასეთი საკითხები არ არის არც მხოლოდ პატრიარქის, არც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი“

პარტია „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიის დამკვიდრებას საჭიროდ არ მიიჩნევს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამისთვის ქვეყანა ეკონომიკურად მზად არ არის.
„ საკონსტიტუციო მონარქიაზე არასერიოზული ლაპარაკი უკულტურობაზე მიუთითებს. პირადად მე, არ ვფიქრობ, რომ საქართველოში კონსტიტუციური მონარქია უნდა აღდგეს. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. ჯერ მიაღწიოს ქვეყანამ იმ ნიშნულს, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ შევინახოთ საკმაოდ ძვირად შესანახი მეფის კარი და ამის შემდეგ ვისაუბროთ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ეს არის დემოკრატიული ევროპული ტიპის ქვეყანა. ეს არის საქართველოს რესპუბლიკა, რომელშიც იქნება საპარლამენტო მოდელი და უნდა ვილაპარაკოთ, როგორი იქნება კლასიკური გაგებით საპარლამენტო მოდელი. ასეთი საკითხები არ არის არც მხოლოდ პატრიარქის, არც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი. თუ ვინმე თვლის, რომ ეს თემა აქტუალურია და აქვს მონარქიის აღდგენის არგუმენტები, გამოიყენოს ხალხის საყოველთაო გამოკითხვის ფორმა – რეფერენდუმი, პლებისციტი … თუმცა მე ეს გამოკითხვაც ნაადრევად მიმაჩნია“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები