გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში უნგრეთის ელჩთან, შანდორ საბოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შანდორ საბო მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შანდორ საბოს საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები