„დეკანოზი გიორგი მამალაძე იმედოვნებს, რომ მისი ზიარების გადაწყვეტილება არ შეიცვლება“

გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის ზიარების საკითხი გუშინ პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრაზე გადაწყდა. მისივე თქმით, პატრიარქის თანდასწრებით იყო საუბარი, რომ მამა დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერ გოგოტიშვილი უნდა შემოსულიყვნენ დეკანოზთან და ეზიარებინათ.
“დეკანოზის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არის, რომ აზიარონ, თუნდაც იმიტომ, რომ სასულიერო პირია. მამა გიორგი იმედს იტოვებს, რომ გარკვეული ძალების მიერ არ მოხდება ამ პოზიციის შეცვლა, როგორც ხდება ხოლმე. მისი ზიარების საკითხი 4 თვის დაგვიანებით გადაწყდა და ის იმედს იტოვებს, რომ ეს განხორციელდება. საპატრიარქოში იყო საუბარი, რომ მამა დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერი შემოვიდოდნენ, მოინახულებდნენ სასულიერო პირს და ასევე აზიარებდნენ. მე სასულიერო კანონიკური წესების გარჩევას ვერ დავიწყებ, ვის ევალება ზიარება. პატრიარქზე მეტად არავინ იცის საპატრიარქოში სასულიერო წესები. სწორედ პატრიარქის თანდასწრებით იყო საუბარი, რომ უნდა ეზიარებინათ და შემოსულიყო აღნიშნული ორი პირი”, – განაცხადა ფანცულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები