„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. განცხადება უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის დიხკუსიების დასრულების შემდეგ გავრცელდა.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ თბილისში მიღებული რეზოლუცია სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მიმართ ალიანსის პოზიციას ასახავს. ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებით აფხაზური, რუსული და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები შეშფოთებას გამოთქვამენ“, – აცხადებენ ლავროვის უწყებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ აღნიშნა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა, რასაც სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები დიდი ხანია მოითხოვენ.