აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის შეიარაღებული ძალების დრონი ჩამოაგდო

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპარატი დაზვერვას ახორციელებდა.
ეს ფაქტი ტერტერის რაიონში მოხდა, რომელიც „ფრონტის ხაზად“ ითვლება.
ამჟამად მთიან ყარაბაღში და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, რომლის დარღვევაშიც დაპირისპირებული მხარეები დროდადრო ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები