ტერაქტი ავღანეთში – დაღუპულია 20 ადამიანი

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ტერაქტი ერთ-ერთი ბანკის შენობასთან მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილი ააფეთქეს, ხოლო შემდეგ ბანკის შენობაში შევარდნენ და ცეცხლი გახსნეს.
თავდამსხმელებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება ამ წუთებშიც გრძელდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები