ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედელზე მზის ბატარეების დაყენებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედელზე მზის ბატარეების დაყენებას აპირებს. პრეზიდენტმა ამის შესახებ აიოვას შტატში მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე დაამატა, რომ იდეა მას ეკუთვნის და გამომუშავებული ელექტროენერგიით მიღებული შემოსავლით კედლის მშენებლობა განხორციელდება.
„კარგი აზრია, არა? ეს ჩემი იდეაა“, – განაცხადა ტრამპმა.
200-მდე კომპანიამ წარმოადგინა კედლის მშენებლობის თავისი პროექტი. მათ შორის ერთ-ერთმა,  Gleason Partners-მა წარმოადგინა ფოლადისგან და ცემენტისგან დამზადებული კედლის პროექტი, რიმელიც  მზის ბატარეებით იქნება აღჭურვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები