პრემიერმა მეექვსმილიონე ტურისტის სარეკლამო პროექტის მონაწილეებს კანის ფესტივალზე მოპოვებული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოში „მეექსვსემემილიონე ტურისტის” შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა, რაც არის ძალიან დიდი წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კანის ფესტივალზე მიღწეული წარმატება ხელს შეუწყობს საქართველოს  ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას.
„2016 წელს ტურისტების შემოსვლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მათმა რიცხვმა 6 400 000-ს მიაღწია. მეექსვსემემილიონე ტურისტის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა კომპანია Windfor’s-მა. პროექტი განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და ტურიზმის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით. მინდა, კომპანია Windfor’s-ს და მთელს საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო  მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და ტურიზმის ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის.  ვიდეორგოლს აქვს  ბევრი ნახვა და დარწმუნებული ვარ, კანის ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ ათჯერ მეტი ადამიანი ნახავს მას, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის,” – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები