აშშ-ის ერთ-ერთ აეროპორტში პოლიციის ოფიცერი დანით დაჭრეს

აშშ-ის ქალაქ ფლინტში პოლიციის ოფიცერი დანით დაჭრეს. მან ჭრილობა კისრის და ზურგის არეში მიაყენეს.  ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი.
პოლიციის ლეიტენანტი ჯეფ ნევილი პოსტზე იდგა, როდესაც მასთან  მამაკაცი მივიდა და უკნიდან დანა ჩაარტყა.
ინციდენტის შემდეგ, აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. პოლიციის ოფიცერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები