გერმანიაში მოზარდებმა ტაილანდის მეფეს სათამაშო პისტოლეტებიდან ესროლეს

მოზარდებმა გერმანიაში ტაილანდის მეფეს მახა ვაჩირალონგკორნს სათამაშო პისტოლეტებიდან ესროლეს. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც მონარქი ბავარიის მხარეში ველოსიპედით სეირნობდა.
ინციდენტი ქალაქ ერდინგეში რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა მის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. 13 და 14 წლის მოზარდებმა ტაილანდის მეფეს სათამაშო პისტოლეტიდან ზურგში ესროლეს. მას რამდენიმე პლასტმასის ტყვია მოხვდა, თუმცა მონარქი არ დაშავებულა.
ინციდენტის შემდეგ მახა ვაჩირალონგკორნის დაცვამ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მოზარდები დააკავა. 14 წლის მოზარდს სასამართლო ელოდება, ხოლო მეორე ჯერ სისხლის სამართლის დანაშაულის ასაკის არ არის.
ტაილანდში მონარქის შეურაცხყოფისთვის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელი მოქმედებს. რამდენიმე დღის წინ ტაილანდის მკვიდრს ქვეყნის მმართველის შეურაცხყოფისთვის 28–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები