ირაკლი კობახიძე: ათასგვარი ფორმით ვთხოვეთ პრეზიდენტს ჩართულიყო კომისიის მუშაობაში

„მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცი. ათასგვარი ფორმით ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ ჩართულიყო კომისიის მუშაობაში’, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ ვერ მოახერხეს პრეზიდენტის ჩართულობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და ვერც შესაბამისი არგუმენტი მოისმინეს მისგან, თუ რატომ არ ერთვებოდა 4 თვის განმავლობაში მუშაობაში.
”აქ ითქვა, რომ ჩვენ ვერ უზრუნველვყავით პრეზიდენტის ჩართულობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცი. ათასგვარი ფორმით ვთხოვეთ პრეზიდენტს – ერთი მუხლებზე არ დავმდგარვართ, ყველანაირად ვთხოვეთ, რომ ჩართულიყო კომისიის მუშაობაში. არგუმენტი ვერანაირი ვერ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ერთვებოდა 4 თვის განმავლობაში კომისიის მუშაობაში. ეს იყო ჩვენი პოზიცია და ამას დაუპირისპირდა პრეზიდენტის აბსოლუტურად არაპრაგმატული და და დესტრუქციული პოზიცია”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები