ნაძალადევში, კონდოლის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

ნაძალადევის რაიონში, კონდოლის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მთლიან ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ ლოტკინზე. კონდოლის პირველ შესახვევზე ათეულობით წლებია ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ განხორციელებულა. გზის შეკეთებამდე აუცილებელი იყო სანიაღვრე სისტემის მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსაზღვრე ქუჩების მდგომარეობაც“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
კონდოლის პირველ შესახვევში სანიაღვრე ქსელი 120 გრძივ მეტრზე ეწყობა. პროექტის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 160 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები