არ გაქვს ფული და გჭირდება ადვოკატი? ისარგებლე OK&CG-ის უპრეცენდენტო მომსახურებით

არ გაქვს ფული და გჭირდება ადვოკატი? ისარგებლე OK&CG-ის უპრეცენდენტო მომსახურებით „დააზღვიე შენი დავა და მიიღე გარანტია – „ თუ სასამართლო დავის საწარმოებლად ადვოკატი გჭირდება, მაგრამ ადვოკატის ასაყვანად არ გაქვს საკმარისი თანხა, არ იცი რა შედეგით დამთავრდება დავა და არ გინდა გარისკო, არ გსურს, ადვოკატის მომსახურებისთვის ტყუილად დახარჯო თანხა, საადვოკატო ბიურო OK & CG უპრეცენდენტო მომსახურების პირობებს გთავაზობთ. OK&CG-ის ადვოკატთა გუნდი დავის დასრულებამდე უსასყიდლოდ მოგემსახურებათ. ანგარიშსწორება მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ დავა წარმატებით დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საადვოკატო ბიურო სრულ იურიდიულ მომსახურებას უფასოდ გაგიწევთ.
საადვოკატო ბიურო OK & CG-ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატის დაგვიანებით აყვანა საქმის წარმოებას აფერხებს და მთელ რიგ გართულებებს იწვევს. მისი თქმით, ახალი სერვისი საშუალებას მისცემს საზოგადოებას,რომ თამამად მიიღოს გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურებასთან დაკავშირებით,შეაფასოს რისკები, თავიდან აირიდოს ფულის ფუჭად გადახდის ალბათობა და მიიღოს რეალური სარგებელი.
„ხშირად მომხმარებლები უარს ამბობენ ადვოკატის მომსახურებაზე, რადგან მოცემულ მომენტში ან არ აქვთ საკმარისი თანხა, ან არ იციან რა შედეგით დასრულდება დავა და თავს იკავებენ ადვოკატის აყვანისგან. საბოლოოდ, ისევ მომხმარებელი ზარალდება. ადვოკატის დაგვიანებით აყვანა საქმის წარმოებას აფერხებს და მთელ რიგ გართულებებს იწვევს. ახალი სერვისი საშუალებას მისცემს საზოგადოებას,რომ თამამად მიიღოს გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურებასთან დაკავშირებით,შეაფასოს რისკები, თავიდან აირიდოს ფულის ფუჭად გადახდის ალბათობა და მიიღოს რეალური სარგებელი. მათ, ვისაც სჭირდება ადვოკატის დახმარება, თუმცა მოცემულ მომენტში არ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა, ვაძლევთ შანსს,რომ დავის წარმატებით დასრულების შემდეგ დაფაროს თანხა. თუ დავა მომხმარებლისთვის უარყოფითი შედეგით დასრულდება, კლიენტი მომსახურების საფასურს არ გადაიხდის“,- განაცხადა საადვოკატო ბიურო OK & CG-ის დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები