სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთის ნაცვლად, ექვსი წლის ვადით აირჩევს

სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთის ნაცვლად, ექვსი წლის ვადით აირჩევს. ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტშია აღნიშნული, რომელიც დღეს პარლამენტს პირველი მოსმენით წარედგინა.
ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) მოხდება. არსებული ინფორმაციით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა აღარ შეიძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები