პორტუგალიაში სახანძრო სამსახურის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ცენტრალურ პორტუგალიაში სახანძრო სამსახურის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფა იმ მომენტში მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ხანძარს აქრობდა.
ინციდენტი ცენტრალურ პორტუგალიაში მოხდა. კატასტროფის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პორტუგალიაში მეორე კვირაა ტყის ხანძრები მძვინვარებს. დაიღუპა 64 ადამიანი, მთლიანად ევაკუირებულია 13 სოფელი. ხანძრის ჩაქრობაში 1000–მდე ადამიანი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები