რუსეთი აშშ–ს საპასუხო სანქციებს უმზადებს

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხო სანქციებს უმზადებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ძალინ სამწუხაროა, რომ ასე ხდება. სამწუხაროა, რომ ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების კიდევ ერთი შანსი დაიკარგა. ჩვენ ახალ საპასუხო ზომებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა რიაბკოვმა.
რიაბკოვის თქმით,  სანქციები რუსეთს ზიანს ვერ მიაყენებს და მოსკოვის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ჩვენ კურსს მტკიცედ და თანმიმდევრულად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლავროვის მოადგილემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა და „შავი სია“ გაზარდა. მასში დამატებით 38 ორგანიზაცია და ფიზიკური პირი მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები