ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მომავალი 2 წლის განმავლობაში, რუსეთისგან 3 მილიარდ რუბლს ელოდება
2018–2019 წლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ბიუჯეტიდან 3 მილიარდ რუბლს (50 მლნ. აშშ დოლარს) ელოდება. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელმა, ერიკ პუხაევმა განაცხადა, რომელმაც ე.წ. სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
მისივე ინფორმაციით, ეს ფული „სამხრეთ ოსეთის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას“ მოხმარდება. ცხინვალი დაახლოებით 5 მილიარდი რუსული რუბლის მიღებას ვარაუდობდა, მაგრამ მოსკოვი 3 მილიარდს გამოუყოფს. მანამდე კი სპეციალური საინვესტიციო პროგრამა უნდა დამტკიცდეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, 2015–2017 წლებში რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს 9 მილიარდი რუბლი (84 მლნ. აშშ დოლარი) გამოუყო.