ტრამპი და პოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

აშშ–ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს არ დატოვებენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს ერთ–ერთი მიზეზია, რატომაც დაწესდა სანქციები, ამიტომ ვიდრე ისინი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს არ დატოვებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება“, – განაცხადა სპაისერმა.
თავი მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ამ შეხვედრის შემდეგ, ფეისბუქში დაწერა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე შეინარჩუნებს, ვიდრე უკრაინას ყირიმს არ დაუბრუნებენ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ შეწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები