აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტი დაკითხეს

აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით, აფგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი – ხაჯიდა ისმაილოვა დაიკითხა. ისმაილოვა დაკითხვის პროცესის შესახებ ადგილობრივი ონლაინ გამოცემასთან ჰყვება. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პროკურატურის კითხვები ეხებოდა იმას, თუ ვინ არის აფგან მუხტარლი, საიდან ფინანსდებოდა და თავად საიდან იცნობს დაკავებულს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, პროკურატურა მისგან გაუთქმელობის პირობაზე ხელმოწერას ითხოვდა, რომ არ გაამჟღავნებდა დაკითხვის დეტალებს, თუმცა ამაზე უარი თქვა. ​აფგან მუხთარლის საქმეს ხაჯიდა ისმაილოვა სასაცილოს უწოდებს.
ხაჯიდა ისმაილოვა, რომელიც აზერბაიჯანში „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი იყო, 2014 წელს უკანონო ბიზნესსაქმიანობის ბრალდებით დააკავეს. მან ციხეში 17 თვე გაატარა.

წყარო: „ საზოგადოებრივი მაუწყებელი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები