ანკარაში მასშტაბური ოპერაციის შედეგად 208 ნარკომოვაჭრე დააკავეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად პოლიციამ 208 ნარკომოვაჭრე დააკავა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ოპერაციაში 3 ათასამდე პოლიციელი მონაწილეობდა. რეიდში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და ვერტმფრენები მონაწილეობდნენ.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კოკაინი, მარიხუანა, სინთეტიკური ნარკოტიკები, ასევე იარაღი და ტყვია–წამალი.
ამ საქმის გამოძიებას პოლიცია ექვსი თვის განმავლობაში აწარმოებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები