საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სილვი გულარმა თანამდებობა დატოვა. მინისტრის ეს თხოვნა ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დააკმაყოფილა. ამის შესახებ გამოცემა “BFM” იუწყება.
მაკრონის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ „პრეზიდენტი პატივს სცემს მინისტრის ამ გადაწყვეტილებას“. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გულარის გადადგომა, შესაძლოა, მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდეს. საქმე ეხება ახლა უკვე ყოფილი მინისტრის მიერ ევროპარლამენტში საკუთარი თანაშემწეების სამსახურში მიღების საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები