ჩრდილოეთ ოსეთში პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა ორმა პირმა ავტომობილი გაიტაცა

ჩრდილოეთ ოსეთში ორმა პირმა, რომლებიც პოლიციელების ფორმაში იყვნენ გადაცმული,  ვლადიკავკაზის მკვიდრისგან ავტომობილი და ტელეფონი  გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
პოლიციას ვლადიკავკაზის მკვიდრმა მიმართა, რომელმაც აცნობა, რომ მასთან ორი პირი მივიდა და თავი პოლიციის თანამშრომლებად წარუდგინეს, ამის შემდეგ კი მამაკაცს ხელბორკილები დაადეს და ქალაქგარეთ გაიყვანეს, იქ მას მობილური ტელეფონი და საბუთები წაართვეს და დაშავებულის მანქანით მიიმალნენ.
პოლიციამ ბოროტმოქმედები საკმაოდ მალე დააკავა. ეს 30 და 34 წლის ადრე ნასამართლევი პირები არიან. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ძარცვის“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები