ერაყში ჟურნალისტთა ჯგუფი ნაღმზე აფეთქდა – დაღუპულია ორი ადამიანი

ერაყის ქალაქ მოსულში ნაღმზე ჟურნალისტთა ჯგუფი აფეთქდა. დაღუპულია ფრანგი და ქურთი ჟურნალისტი. ორი ფრანგი ჟურნალისტი დაიჭრა. ამის შესახებ გამოცემა  “Le Mond”-ი იუწყება.
დაღუპული ფრანგი ჟურნალისტის სახელია სტეფან ვილნევი. დაჭრილი ჟურნალისტები ბაღდადში გადაიყვანეს. მოსულში ჟურნალისტები ერაყის სპეცდანიშნულების ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ამჟამად მოსულში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები