ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ ციხიდან გაათავისუფლა, აშშ-ში გარდაიცვალა

23 წლის ამერიკელი სტუდენტი ოტო უორმბირი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ციხეში 15 თვე გაატარა, აშშ-ში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
უორმბირი 13 ივნისს აშშ-ში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს და ის ქალაქ ცინცინატის საავადმყოფოში მოათავსეს.
ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეაში 2015 წლის დეკემბერში დააკავეს.  მას სასტუმროს კედლიდან პოლიტიკური პლაკატის ჩამოხსნა დაბრალდა. სასამართლომ უორმბირი სახელმწიფო დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ოტო უორმბირს ბოტულიზმი სჭირდა და ძილის წამლის დალევის შემდეგ კომაში ჩავარდა. ამერიკელ ექიმებს დასკვნაში სერიოზული ეჭვი ეპარებათ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უორმბირის გარდაცვალების გამო  ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის სისასტიკე დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები