Scandinavian Airlines ავიალაინერმა პოლონეთში ავარიული დაფრენა განახორციელა

Scandinavian Airlines Systems-ის ავიალაინერმა პოლონეთის ქალაქ გდანსკში ავარიული დაფრენა განახორციელა. აფრენიდან მოკლე დროში, თვითმფრინავის სალონში კვამლი დადგა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება
დაფრენის შემდეგ, 88 მგზავრის და ეკიპაჟის 5 წევრის ევაკუაცია მოხდა.  ამ დროისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავში დაკვამლიანება.
Airbus 319 გდანსკიდან კოპენჰაგენში მიფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები