პოლიციამ მამაკაცის ვინაობა დაასახელა, რომელმაც ლონდონის მეჩეთთან ტერაქტი მოაწყო

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, კვირას საღამოს ლონდონის მეჩეთთან ტერორისტული თავდასხმა კარდიფის მკვიდრმა, 47 წლის დარენ ოსბორნმა მოაწყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მამაკაცმა მიკროავტობუსი იქირავა, რომლითაც მეჩეთთან მყოფ ადამიანებს შეეჯახა. თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მომხდარს საზარელი ტერაქტი უწოდა, რომელიც არანაკლებ საშინელი მოვლენაა, ვიდრე დიდ ბრიტანეთში მომხდარი სხვა ტერაქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები