თურქეთში 731 სამხედრო მოსამსახურე საკვებით მოიწამლა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში 731 სამხედრო მოსამსახურეს კვებითი ინტოქსიკაცია დაუდგინდა. ამის შესახებ „ანადოლუ” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჯარისკაცები საავადმყოფოში სადილის შემდეგ თავბრუსხვევით და მუცლის ტკივილით მიიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით 21 პირი დააკავეს, რომლებსაც სამხედროებისთვის უხარისხო საკვების მიწოდება ბრალდებათ.
დაშავებული სამხედროები თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრ იშიქმა მოინახულა. მან განაცხადა, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე სამხედრო ნაწილში დაბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები