ნიგერიაში ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში ტერორისტულ აქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ბორნოს შტატში ტერორისტებმა ორი აფეთქება მოაწყვეს, ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტები ქალები იყვნენ. საერთო ჯამში თავდასხმაში ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა, თუმცა სამმა აფეთქების მოწყობა ვერ მოასწრო.
ნიგერიაში ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს, რომლის მიერ ორგანიზებულ თავდასხმებს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები