პარიზის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ ცნობით, ელისეის მინდვრების მახლობლად ავტომობილი დაიწვა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ავტომობილს მანქანა შეეჯახა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაკავებულია. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფებია მობილიზებული.
საფრანგეთში კვლავ შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები