რუსეთის მთავრობამ სომხეთთან ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მხარი დაუჭირა შეთანხმებას სომხეთთან ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ. დოკუმენტი დასამტკიცებლად რუსეთის პრეზიდენტს გადაეგზავნა.
შეთანხმებას 2016 წლის 30 ნოემბერს რუსეთის და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ერთიან დაჯგუფებაში გიუმრის 102-ე ბაზაზე დისლოცირებული ნაწილი და სომხეთის შეიარაღებული ძალები შევა.
დაჯგუფების მთავარი ამოცანაა სომხეთის სახმელეთო საზღვრის დაცვა, რაც აქამდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები