საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ე.წ მოსმენების კანონში შეუსაბამო მუხლების ამოღებას ითხოვს.
„პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რათა გაუქმდეს მოსმენების კანონში მუხლები, რომლებიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. „მოსმენების კანონთან“ მიმართებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ვეტო, რადგან მიაჩნდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ აყალიბებდა დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს – ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები