ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის ძველი ქალაქის შტურმი დაიწყეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის ისტორიული ნაწილის შტურმი დაიწყეს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს. ერაყელი სამხედროების განცხადებით, ამჟამად ისლამისტები მოსულის ტერიტორიის მხოლოდ 1 პროცენტს აკონტროლებენ და ქალაქის გათავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი იწყება. ერაყის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ბოევიკები“ ხშირად იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ და ამიტომ სამხედროები ცდილობენ მათ დერეფნები გაუხსნან, რათა ქალაქიდან გასვლა შეძლონ. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები