მამუკა მდინარაძე: დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება შერეულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„დღეს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება, მათ შორის საუბარი იქნება შერეულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის შეხვედრა პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კატეგორიულად უარყოფს, პარტიაში დაპირისპირებას, თუმცა დასძენს, რომ თანაგუნდელებს შორის სხვადასხვა საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
“დღეში არაერთი შეხვედრა გვაქვს. მათ შორის, ფრაქციის წევრებთან და უმრავლესობასთან. დღეს, რამდენიმე შეხვედრა შედგება. მათ შორის, საუბარი იქნება შერეულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამასთან დაკავშირებით, სიტყვა “დაპირისპირების” გამოყენება ინტერპრეტირებად მიმაჩნია, რადგან არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ყველანი მეგობრები, თანაგუნდელები ვართ, უბრალოდ, განსხვავებულ აზრზე ვართ და ამ თემაზე ვკამათობთ. საბოლოო ჯამში, საერთო შეთანხმებას მივაღწევთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები