პირველად 100 წლის განმავლობაში, საფრანგეთში მატადორი დაიღუპა

ესპანელმა მატადორმა, ივან ფანდინომ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მიმდინარე ფესტივალზე სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ფანდინო გამოსვლის დროს მოსასხამში გაიხლართა და ამის შემდეგ მას ხარი თავს დაესხა.
36 წლის მატადორს ფილტვები დაუზიანდა და გულის შეტევა დაემართა.
ფანდინო პირველი ტორეროა, რომელიც საფრანგეთში ბოლო 100 წლის განმავლობაში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები