ანა დოლიძე: ვენეციის კომისია საქართველოს მოუწოდებს, კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნაზე მსჯელობდნენ, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
ანა დოლიძემ, სიტყვით გამოსვლისას, მთავარი ყურადღება ბონუსების სისტემის მიუღებლობაზე გაამახვილა და ისაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ნატოს ექსპერტების ჩართულობით ჩამოყალიბებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხის გათვალისწინებაზე და პარლამენტის ზედა პალატის შექმნაზე, როგორც დამაბალანსებელ მექანიზმზე. ანა დოლიძემ ასევე, იუსტიციის საბჭოს ჩაკეტილ, კორპორატიულ სისტემად ჩამოყალიბების საფრთხეზე ისაუბრა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩადებული შესაბამისი, გაწონასწორების მექანიზმები. კომისია ქართულ მხარეს ურჩევს, ჩამოაყალიბოს ორპალატიანი პარლამენტი – შეიქმნას სენატი, იმისთვის, რომ მან დააბალანსოს ძლიერი ქვედა პალატა.|
დღესვე, ვენეციის კომისიამ სხდომის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გააცნო. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია ფართო, საერთო – ეროვნულ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. კომისია ქართულ მხარეს მოუწოდებს, რომ კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს. კომისიის აზრით, თუ ცვლილებებში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი დარჩება, მაშინ, პრეზიდენტი კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს, რომელშიც ჩართული იქნება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც. პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში, რადგან კომისია მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკა გადის სასამართლო სივრციდან, მაშინ პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს მოსამართელეები. მოსამართლეები, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს, რადგან პრეზიდენტი, ახალი სქემის მიხედვით, ნეიტრალური არბიტრი იქნება.
კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, არ უნდა იყოს ბონუსების სისტემა და თუ ბონუსების სისტემა მაინც დარჩება, მაშინ ქართულმა მხარემ უნდა განიხილოს საარჩევნო ბარიერის 2-3%-ის დაწევის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები