ყაჩაღობის მიზნით, გორის მერის მოადგილის, ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ

გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ინციდენტის დროს თავად მერის მოადგილე სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა სახლში ოჯახის წევრები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამნაშავის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები