ირმა ინაშვილი: მოსალოდნელი იყო, რომ რეზოლუცია ძალიან მკაცრი იქნებოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელი იყო, რომ რეზოლუცია ძალიან მკაცრი იქნებოდა.
ინაშვილის თქმით, ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
“სათანადო ორგანოებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ გამოძიება სასწრაფოდ დასრულდეს და გაირკვეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება რა ვითარებაში მოხდა.  მოხდა თუ არა ეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვინ განახორციელა და რა მიზნით – ამაზე პასუხები გამოძიებამ უნდა გაგვცეს, რადგან ქვეყნის იმიჯმა დიდი დარტყმა მიიღო და დარტყმები კიდევ იქნება. ის პოლიტიკოსი არ ვარ, რომელსაც მისი სახელმწიფოსთვის ასეთი ტიპის დარტყმები უხარია”, – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე​ვროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია დღეს მიიღო.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას კი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები