გია ვოლსკი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევძლოთ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მაჟორიტარული სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ზუსტ ინფორმაციას საზოგადოება მას შემდეგ გაიგებს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნა გამოქვეყნდება.
„ძალიან ნორმალური, ჯანსაღი პოლემიკა მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მთავარი ამოცანა არის ის, რომ შევძლოთ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება. ამისთვის რესურსი გაგვაჩნია, ახლოს ვართ შეთანხმებასთან. მე ვფიქრობ, სულ მალე გექნებათ საშუალება, მკაფიო ინფორმაცია გქონდეთ“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები