თბილისის ინტერპოლმა კიშინოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა (ვიდეო)

თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კიშინოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი, მოლდავეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ი.პ. დამნაშავედ არის ცნობილი მოლდავეთის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები