სოზარ სუბარი: გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების სასარგებლოდ, შესაბამისი კანონიც კი მიიღეს, რისი მეშვეობითაც დაკავებულები გათავისუფლდნენ

„გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების სასარგებლოდ მაშინდელმა პარლამენტმა შესაბამისი კანონიც კი მიიღო, რისი მეშვეობითაც, საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობის ვადა გაუნახევრდათ და შემდგომ გათავისუფლდნენ“ – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, შეწყალების კომისიის ყოფილმა წევრმა, სოზარ სუბარმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა,  სადაც ექსპრეზიდენტს ბრალი აქვს წარდგენილი.
მისივე განმარტებით, გირგვლიანის საქმეზე დაკავებულთა ამნისტიის საკითხი შეწყალების კომისიაზე არ განხილულა.
„მაშინ ამნისტიის შესახებ კანონიც კი მიიღეს. შეგნებულად ისე იყო ფორმულირებული, რომ უშუალოდ ამ ადამიანებს უნდა შეხებოდათ ერთ ნაწილში, რითაც მოაკლდათ რაღაც წლები და მოხდა მათი შეწყალება. არსებობდა შესაწყალებელი პატიმრების მეორე სია, რომელიც მაშინდელი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით იცხრილებოდა და ისე ეგზავნებოდა კომისიას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელიც პროცესზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.
სოზარ სუბარის ჩვენების თანახმად,  შეწყალების კომისიაში სიტუაცია მაშინ აირია, როდესაც კომისიას 2 ახალი წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი და აკაკი მინაშვილი შეემატნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები