ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუციის პროექტს კენჭს ხვალ უყრის

​ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს – „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ ევროპარლამენტში კენჭს ხვალ უყრიან. რეზოლუციის პროექტში „ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას, აფგან მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით“ და აღნიშნულს „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ მიიჩნევს.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, ევროპარლამენტი მოელის, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, მოუხსნას ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გადახედოს ყველა იმ დაპატიმრების საკითხს, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას უკავშირდება“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები