პუტინი – სააკაშვილი 2008 წელს ომს მარტო არ დაიწყებდა

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში სამხედრო პროვოკაციას ვერასოდეს მოაწყობდა, მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცნობილი ამერიკელი რეჟისორისთვის, ოლივერ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე 100%-ით ვერ ვიტყვი, რომ ის ვინმემ წააქეზა, მას ზურგს უმაგრებდა და ამისკენ უბიძგა, თუმცა მეჩვენება, რომ მარტო ის ამ პროვოკაციაზე არასოდეს წავიდოდა. ყოველ შემთხვევაში, მის გაჩერებას არავინ ცდილობდა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დასავლურმა მედიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აგრესორად არა სააკაშვილი, არამედ რუსეთი წარმოეჩინა, თითქოს ის დაესხა თავს საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები