“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს უახლოეს პერიოდში დაასახელებს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ თბილისის მერობის პოსტზე მის კანდიდატურაზე გუნდმა იმსჯელა. თუმცა, მმართველი გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ დაასახელებს.

“ვადასტურებ, გუნდში იყო მსჯელობა, ასევე იყო მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში. გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მას თავისი პროცედურები აქვს. უნდა შეიკრიბოს პოლიტსაბჭო, სადაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება და “ქართული ოცნების” კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება”, – აღნიშნა კალაძემ “მაესტროს” ეთერში.
კალაძისთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქი იყოს თანამედროვე, ევროპული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი.

“ეს არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში მერის მისია, ამ ყველაფერში დედაქალაქის მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ქალაქში პრობლემებია ეკოლოგიის თვალსაზრისით, ასევე ტრანსპორტისა და ურბანული დაგეგმარების მხრივ. კალძე ქალაქში პარკებისა და გამწვანების სიმცირესაც ასახელებს, რის აღმოსაფხვრელად მასშტაბური პროექტები განხორციელებას მიიჩნევს საჭიროდ.

“პრობლემები კვლავ რჩება და მომავალ მერს ძალიან ბევრი სამუშაო ექნება”, – აცხადებს კალაძე.

თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები