თამარ ჩუგოშვილი: ერთადერთი თემა, რაზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება, საპარლამენტო საარჩევნო სისტემაა

„ერთადერთი თემა, რაზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება, საპარლამენტო საარჩევნო სისტემაა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის ნაწილი მომხრეა მაჟორიტარული საარჩევო სისტემა დარჩეს, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ჩუგოშვილის ვარაუდით, გამოსავალი მოიძებნება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ ჩავარდება.
“ერთადერთი თემა, რომელზეც ახლა მიდის დისკუსიები, არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. მომხრეები ჰყავს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, ასევე არის საკმაოდ დიდი ჯგუფი, მათ შორის მე, რომელიც ვფიქრობთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უზრუნველყოფს მეტ წარმომადგენელს პარლამენტში, უფრო პლურალისტური იქნება პარლამენტი და უფრო დემოკრატიული იქნება პროცესები.
ჩვენ ვფიქრობთ მოვძებნოთ გარკვეული კონსენსუსი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ჩავარდება, თუმცა გარკვეული შიდა კონსულტაციები გვიწევს. ვფიქრობ, გამოსავალს ვიპოვით ამ ვერსიიდან და შევჯერდებით ვერსიაზე, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის თემა საარჩევნო სისტემაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები