გიორგი კვირიკაშვილი: თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით

„თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით“, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ მორაგბეებს გამარჯვება, რომლებმაც დღეს არგენტინის ნაკრები დაამარცხეს.
თამაშის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი როგორც ქართველ, ისე არგენტინელ ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი არგენტინელ სპორტსმენებსაც გაესაუბრა და წარმატება უსურვა.
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო.
ქართველმა მორაგბეებმა არგენტინელები ანგარიშით 26:25 დაამარცხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები