“საზოგადოებრივი მაუწყებელი” განმარტავს, რატომ დაიხურა „ინტერVIEW“ და „წითელი ზონა“

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სატელევიზიო გადაცემების „ინტერVIEW“ – სა და „წითელი ზონის“ დახურვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის 2015 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებას, რომელიც ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემების, „ინტერVIEW“-სა და „წითელი ზონის“ მომზადებას ითვალისწინებდა, ვადა ეწურება. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ამის შესახებ შეტყობინება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ 5 ივნისს გაუგზავნა. შეტყობინების მიხედვით, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ ეცნობა, რომ ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის, „ინტერVIEW“ დამზადების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება 2017 წლის 10 ივლისიდან შეწყდება, ხოლო „წითელი ზონის“ დამზადების შესახებ ხელშეკრულება – 2017 წლის 17 ივლისიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები